Thursday, December 4, 2025
Google search engine
Homeფორმულა 1ფორმულა 1 სიახლეებიდაანონსებულია 2025 წლის კალენდარი

დაანონსებულია 2025 წლის კალენდარი

SUZUKA, იაპონია – 07 აპრილი: იუკი ცუნოდა აღნიშნავს მე-10 ადგილზე გასვლას და ქულის მოპოვებას იაპონიის დიდ პრიზზე
(Suzuka-ს საერთაშორისო ავტოდრომზე) თავის გუნდთან (Scuderia Visa Cash App RB) ერთად. (Photo by Peter Fox/Getty Images)

ფორმულა 1-მა და FIA-მ წარადგინეს 2025 წლის სეზონის კალენდარი, რომელიც კვლავ მოიცავს 24 გრანპრის. ჩემპიონატს 16 მარტს გახსნის ავსტრალიის ეტაპი, ხოლო სეზონი დასრულდება 7 დეკემბერს აბუ დაბიში.

სტეფანო დომენიკალი, ფორმულა 1-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი: „2025 წელი ჩვენთვის იქნება განსაკუთრებული, რადგან ვემზადებით ფორმულა 1-ის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად და ამ ისტორიული მემკვიდრეობისა და დაგროვილი გამოცდილებით ჩვენ შევადგინეთ ასეთი შთამბეჭდავი კალენდარი.

ჩვენ რბოლებს კვლავაც 24 შესანიშნავ ტრეკზე ჩავატარებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს იქნება ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრი, რომელიც მილიონობით გულშემატკივარს მიანიჭებს სიამოვნებას.

ჩვენ მადლობას ვუხდით FIA-ს, ჩვენს პრომოუტერებს და პარტნიორებს, და აგრეთვე ყვენა ეროვნულ ფედერაციას საერთო საქმის ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის. ყველაფერმა ამან განაპირობა შედგენილიყო ასეთი კალენდარი, რომელიც გვპირდება კიდევ ერთ ძალზედ საინტერესო სეზონს.

აქვე მსურს დიდი პატივისცემით გამოვხატო ჩემი მადლიერება ჩვენს გუნდების და პილოტებისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრების მიმართ, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ჩემპიონატს წარმოუდგენელი ენთუზიაზმით”.

2025 F1 კალენდარი

თარიღიქვეყანატრეკი
114-16 მარტი ავსტრალიამელბურნი
221-23მარტი ჩინეთიშანხაი
34-6აპრილი იაპონიასუზუკა
411-13აპრილი ბაჰრეინიშახირი
518-20აპრილი საუდის არაბეთიჯედა
62-4მაისი აშშმაიამი
716-18მაისი იტალიაიმოლა
823-25მაისი მონაკომონაკო
930–1 მაისი-ივნისი ესპანეთიბარსელონა
1013-15ივნისი კანადამონრეალი
1127-29ივნისი ავსტრიაშპილბერგი
124-6ივლისი დიდი ბრიტანეთისილვერსთოუნი
1325-27ივლისი ბელგიასპა-ფრანკოშამი
141-3აგვისტო უნგრეთიჰუნგარორინგი
1529-31აგვისტო ნიდერლანდებიზანდვორტი
165-7სექტემბერი იტალიამონცა
1719-21სექტემბერი აზერბაიჯანიბაქო
183-5ოქტომბერი სინგაპურისინგაპური
1917-19ოქტომბერი აშშოსტინი
2024-26ოქტომბერი მექსიკამეხიკო სითი
217-9ნოემბერი ბრაზილიასან პაულო
2220-22ნოემბერი აშშლას ვეგასი
2328-30ნოემბერი ყატარილოსაილი
245-7დეკემბერი აბუ დაბუიას მარინა
RELATED ARTICLES
- Advertisment -
Google search engine

პოპულარული