Saturday, April 12, 2025
Google search engine
Homeფორმულა 1როდის შეძლებს ნიუი Red Bull-ის დატოვებას?

როდის შეძლებს ნიუი Red Bull-ის დატოვებას?

არცერთმა სპორტულმა გამოცემამ უყურადღებოდ არ დატოვა სიახლე ედრიან ნიუის – ფორმულა 1-ის ყველაზე წარმატებული კონსტრუქტორის შესახებ. მაგრამ ნამდვილად აქვს თუ არა ნიუის რეალური შესაძლებლობა მიიღოს რომელიმე გუნდის შეთავაზება, იქნება ეს ფერარი, ასტონ მარტინი თუ მერსედესი?

არის უამრავი მოსაზრება, სადაც ნიუის გარშემო ფიგურირებს სამივე გუნდის სახელი. ყოველ მათგანს გააჩნია რესურსი, რომ ნიუის რედ ბულთან შედარებით გაცილებით დიდი ჰონორარი შესთავაზოს. მაგრამ საქმე მხოლოდ მის ჰონორარებში არაა, რისი აღებაც მას თეორიულად შეუძლია მარანელოში, სილვერსტოუნში ან ბრეკლიში.

როგორც წერს ესპანური გამოცემა Marca, ნიუის არსებული ხელშეკრულება Red Bull-თან ძალიან რთულად არის შედგენილი. Red Bull-ის იურისტებმა კონტრაქტში შეიტანეს გუნდის ინტერესების ბევრი დამცავი პირობა, რომ მაქსიმალურად გაერთულებინათ ნიუს წასვლა გუნდიდან.

თუმცა ამასთანავე არსებობს გარკვეული ვარიანტები, რომლებიც საკმაოდ დიდ საკომპენსაციო თანხებთან არის დაკავშირებული. ცნობილია, რომ ნიუის კონტრაქტი მოიცავს მის ვალდებულებებს 2025 წლის ბოლომდე, რის შემდეგაც ამოქმედდება ეგრედწოდებული „ბაღის მოვლის შვებულება“-(აკადემიური შვებულება) ასე ეძახიან ბუფერულ პერიოდს კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაო პერიოდის დასრულების შემდეგ, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა ფორმულა 1-ში და მისი მოქმედების ვადა მინიმუმ 1 წელია. ამ პერიოდში მას არ აქვს სადმე სხვა გუნდში მუშაობის უფლება. შესაბამისად ედრიან ნიუი ვერ შეუერთდება სხვა გუნდს 2027 წლამდე.

რასაკვირველია გათვალისწინებულია კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე გაუქმების შესაძლებლობა, მაგრამ ეს პუნქტი უაღრესად დიდ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც თავისთავად იმ გუნდის გადასახდელი იქნება, სადაც ნიუი გადაწყვეტს გადასვლას.

ამჟამინდელი კონტრაქტის ბუნებრივად დასრულების შემთხვევაში ნიუი ახალ გუნდში მუშაობის დაწყებას შეძლებს 2027 წლიდან. ეს დღევანდელი ფორმულა 1-ის განვითარების ტემპის გადმოსახედიდან კოლოსალურად დიდი პერიოდია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდისთვის ის უკვე 68 წლის იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველა გუნდს ეჩქარება 2026 წლის მანქანაზე მუშაობის დაწყება, ვინაიდან 2026-დან იცვლება ფორმულა 1-ის ტექნიკური რეგლამენტი,   ეს ფაქტორი კიდევ უფრო ზრდის ნიუის ფასს. ვინც მოიგებს ნიუის – ის მიიღებს  დიდ უპირატესობას.

აქედან გამომდინარე იმ გუნდებში, ვისაც აქვს პრეტენზია რედ ბულისგან გამოისყიდოს ნიუის კონტრაქტი, უკვე მიმდინარეობს გუნდების იურისტების და ფინანსისტების აქტიური მუშაობა ამ საკითხზე.

ჩნდება კითხვა: სურს თუ არა ედრიან ნიუის ფორმულა 1-ში მოღვაწეობის გაგრძელება? თუ ურჩევნია თავისი დრო მთლიანად დაუთმოს მის მეორე გატაცებას, ელიტარული იახტების პროექტირებას.

 ბრიტანული კომპანია Oyster Yachts უკვე აწყობს ნიუის მიერ დაპროექტებულ 27-მეტრიან იალქნიან იახტას Oyster 885, რომლის ფასი დაახლოვებით 6 მილიონი ევროა. უკვე აწყობილი და რეალიზებულია 10 იახტა.

RELATED ARTICLES
- Advertisment -
Google search engine

პოპულარული