Saturday, December 6, 2025
Google search engine
Homeფორმულა 1დავიდ სანჩესი შეუერთდა ალპინს მაკლარენიდან წამოსვლის მერე

დავიდ სანჩესი შეუერთდა ალპინს მაკლარენიდან წამოსვლის მერე

დავიდ სანჩესმა McLaren-დან წასვლის შემდეგ რამდენიმე კვირაში დაიკავა Alpine F1-ის მთავარი ტექნიკური დირექტორის პოსტი.

ფრანგი სპეციალისტი ფერარიდან გადმოსვლის შემდეგ მაკლარენში სულ სამი თვე გაჩერდა. ამის შემდეგ მხარეებმა გადაწყვიტეს დაშორება. ალპინში სანჩესი უხელმძღვანელებს ტექნიკურ დირექტორთა ჯგუფს, სადაც შედიან ქერონ ფილბიმი – (შასის პროდუქტიულობა) (Ciaron Pilbeam – Performance), ჯო ბარნელი – მანქანის ინჟინერია (Joe Burnell – Engineering) და დევიდ უიტერი – აეროდინამიკა (David Wheater – Aerodynamics).

დევიდ სანჩესმა თავისი კარიერა ფორმულა 1-ში სწორედ რენოში დაიწყო. მისი თქმით ენსტოუნში უამრავი მაღალი დონის სპეციალისტია და  გუნდს პოტენციალიც ძალიან დიდი გააჩნია. მან აღნიშნა, რომ მის ტექნიკურ ჯგუფს მოუწევს ბევრი მუშაობა შედეგების გასაუმჯობესებლად.

გუნდს პროგრესი უკვე ჩინეთის გრანრპიზე დაეტყო. პილოტებს საშუალება ჰქონდათ ებრძოლათ ათეულთან ახლოს. მაიამის კვალიფიკაციაში პილოტები სტარტზე მე-12 და მე-13 ადგილებზე განთავსდნენ, და ესტებან ოკონმა პირველი ქულაც მოიპოვა წლევანდელ სეზონში, რაც წელს საუკეთესო მაჩვენებელია ალპინის კოლექტივისთვის.

RELATED ARTICLES
- Advertisment -
Google search engine

პოპულარული