Tuesday, April 8, 2025
Google search engine
HomeBlogმაიამის სარბოლო უიქენდი / ფაქტები და სტატისტიკა

მაიამის სარბოლო უიქენდი / ფაქტები და სტატისტიკა

მაქს ვერსტაპენმა მაიამის გრანპრის უიქენდზე ზედიზედ ორი პოულ პოზიცია მოიგო. ჯერ შაბათის სპრინტ რბოლისთვის და შემდეგ ძირითადი რბოლისთვის, რომელიც კვირას ჩატარდება. ორმა კვალიფიკაციის და სპრინტის მოგებამ აჩვენა, რომ ნიდერლანდელი კვლავ ფლობს უპირატესობას და საკვირაო რბოლაშიც მთავარი პრეტენდენტი გამარჯვებაზე სწორად ის იქნება. როგორც სპრინტზე, ასევე რბოლის სტარზე მასთან ერთად პირველ სასტარტო რიგს კვლავ გაიყოფს შარლ ლეკლერი. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს და სტატისტიკას მაიამის უიქენდიდან…

ვერსტაპენმა მოიგო ზედიზედ მეშვიდე პოული, რაც არის ყველაზე გრძელი სერია მის კარიერაში და იმის მერე, რაც ლუის ჰემილტონმა დაიკავა მიყოლებით შვიდი პოული 2015 წელს.

ბოლო პილოტი, რომელმაც დაიკავა სეზონის პირველი ექვსი პოზიცია იყო ალან პროსტი 1993 წელს.

ეს იყო 38-ე პოულ პოზიცია მაქსის კარიერაში და 101-ლი რედბულისთვის.

პირველად  ჯედას შემდეგ ლეკლერი სტარტს აიღებს პირველი რიგიდან, მიუხედავად იმისა, რომ მან პრაქტიკაზე მოახერხა მხოლოდ ერთი სწრაფი წრის გავლა.

კალოს საინსი დასტარტავს მესამე ადგილიდან. ეს მისი საუკეთესო შედეგია კვალიფიკაციაში ავსტრალიის შემდეგ, სადაც მან რბოლა მოიგო. საინსი ერთადერთი პილოტია, რომელიც მაიამიში ყოველ რბოლას იწყებს სამეულში.

რბოლა მაიამიში ემთხვევა სინკო დე მაიოს, მექსიკურ ამერიკულ დღესასწაულს.

ლანდო ნორისმა კვალიფიკაციაში აჩვენა მე-5 დრო, რაც არის ყველაზე კარგი შედეგი მაკლარენისთვის მაიამიში.

ოსკარ პიასტრი რბოლას იწყებს მე-6 სასტარტო პოზიციიდან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ორივე მაკლარენი დაიწყებს რბოლას ტოპ 6-ში. ეს იმის მერე, რაც გასულ წელს ორივე მაკლარენი კვალიფიკაციას გამოეთიშა პირველივე სეგმენტში.

ჯორჯ რასელის P7 ნიშნავს იმას, რომ ის რბოლას იწყებს მე-4 რიგიდან ბოლო ხუთი გრანპრის განმავლობაში.

პიველად ორივე მერსედესი მოხვდა მაიამიში Q3-ში

ნიკო ჰულკემბერგი ზედიზედ მეორე გრანპრიზე სტარტს აიღებს მე-9 პოზიციიდან, რაც საუკეთესო შედეგია წელს მისი გუნდისთვის.

იუკი ცუნოდა ბოლო ხუთი გრანპრის განმავლობაში 4-ჯერ მოხვდა Q3-ში

ლენს სტროლს დააკლდა 0.022 წამი, რომ გადასულიყო Q3-ში, რაც მოხდა მეოთხედ ბოლო შვიდ სარბოლო უიკენდის განმავლობაში.

პიერ გასლის P12 არის წლევანდელ სეზონში საუკეთესო შედეგი ალპინისთვის და ასევე პირველად წელს მან კვალიფიკაციაში აჯობა თავის თანაგუნდელს.

ფერნანდო ალონსომ წელს პირველად ვერ შეძლო Q3-ში გადასვლა

ლოგან სარჯენტის მე-17 სასტარტო პოზიცია არის მისი საუკეთესო შედეგი წლევანდელ სეზონში.

RELATED ARTICLES
- Advertisment -
Google search engine

პოპულარული