Saturday, December 6, 2025
Google search engine
Homeფორმულა 1ახალი Concorde Agreement 2026-2030

ახალი Concorde Agreement 2026-2030

ფორმულა 1-ის ადმინისტრაციამ გუნდებისთვის მოამზადა ახალი შეთანხმების ხელშეკრულების (Concorde Agreement) პროექტი, რაზეც განაცხადა ლიბერთი მედიას აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ მაფეიმ.

დღისათვის არსებული ხელშეკრულება ბოლოს განახლდა და ძალაშია 2021 წლიდან. ახალი ვერსია ძალაში შევა 2026-დან 2030-მდე.

ეს ხელშეკრულება ჯერ შესათანხმებელია გუნდებთამ, მაგრამ მაფეი დარწმუნებულია, რომ გუნდების მხრიდან ამ განახლებას გართულება არ მოყვება, ვინაიდან ფორმულა 1-ის ლიბერთი მედიის ხელში გადასვლის შემდეგ გუნდების ფინანსური მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა. მათ გაუჩნდათ არა მარტო მეტი ფინანსური სარგებელი, არამედ საშუალება გააფორმონ უფრო ძლიერი სასპონსორო ხელშეკრულებები, რისი მაგალითც არის რედბული, მაკლარენი და უკვე ფერარიც HP-სთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ.

ფორმულა 1-ის ადმინისტრაციამ მოცემული პროექტი უკვე დააგზავნა გუნდებთან. რამდენიმე გუნდთან მოლაპარაკებები უკვე დასრულდა, დანარჩენთან ან მიმდინარეობს, ან შედგება უახლოეს მომავალში. ლიბერთი მედიაში დარწმუნებულები არიან, რომ შეთანხმებას ადვილად მიაღწევენ.

RELATED ARTICLES
- Advertisment -
Google search engine

პოპულარული