წლის დასაწყისში კომპანია Visa, რომელიც უზრუნველყოფს გადახდების ტრანზაქციების მომსახურებას რედ ბულის სატიტულო სპონსორი გახდა. გამომცემლობა SportsBusiness-ის ინფორმაციით Visa-ს მთავარი კონკურენტი Mastercard-ი აწარმოებს მოლაპარაკებებს სპონსორობაზე ფორმულა 1-ის ოთხ გუნდთან.

ამ მოლაპარაკებებში ფავორიტად ითვლება მაკლარენი. გუნდი უოკინგიდან სთავაზობს სატიტულო სპონსორის სტატუსს. თუ ეს შეთანხმება შედგება გუნდს დაერქმევა McLaren Mercedes Mastercard.

SportsBusiness-ი ასახელებს დანარჩენ გუნდებსაც, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებას Mastercard-თან. ესენია Ferrari, Mercedes და Aston Martin. სავარაუდოდ გადამწყვეტი მოლაპარაკებები შედგება მაიამის გრანპრის უიქენდზე, რის შედეგადაც ამ ოთხი გუნდიდან ერთერთი მიიღებს ძლიერ სპონსორს.
ინფორმაციის თანახმად ფერარიმ Mastercard-ს $100 მილიონიანი სატიტულო კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ როგორც ჩანს მარანელოში HP-ს შეთავაზება უფრო მომხიბვლელად მიიჩნიეს. თუ Mastercard-ი მაინც გადაწყვეტს სკუდერიასთან თანამშრომლობას, მათ უფრო დაბალი დონის სასპონსორო შეთანხმებით მოუწევთ დაკმაყოფილება.

უკანასკნელად Mastercard-ის ლოგოტიპი ფორმულა 1-ში 2001 წელს Jordan-ის ბოლიდებს ამშვენებდა.
