2024 წლის სეზონის ბოლოს ნიკო ჰულკენბერგი დატოვებს ჰაასის გუნდს. 36 წლის გერმანელი პილოტი კარიერას მომავალი წლიდან ზაუბერის საჯინიბოში გააგრძელებს, სადაც გატარებული აქვს ერთი სეზონი 2013 წელს. შეგახსენებთ, რომ 2025 წლიდან ჰინვილში ბაზირებული გუნდი მთლიანად აუდის ხელში გადავა.

აიაო კომაცუმ: „მსურს გამოვხარტო მადლიერება ნიკოს მიმართ ჩვენთან ყოფნის პერიოდში გუნდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ის ყოველთვის იყო კარგი გუნდური მოთამაშე და ჩვენ მოგვწონდა მასთან მუშაობა.

მისი გამოცდილება ჩვენთვის იყო შეუფასებელი ჩვენი საერთო შედეგების გაუმჯობესების თვალსაზრისით, რაც აშკარად ჩანს VF-24-ის 2024-ის სეზონში გამოსვლებში“
შეგახსენებთ, რომ კომაცუმ წელს ჰაასის ხელმძღვანელის პოსტზე შეცვალა გიუნტერ შტაინერი

ანდრეს ზაიდლი: „ზაუბერ მოტორსპორტის (Sauber Motorsport AG) და მომავალში აუდი ფ1 გუნდის (Audi F1 factory team) ხელმძღვანელი: „ძალიან მოხარულები ვართ კვლავ ვიხილოთ ნიკო ჩვენთან, ჰილვილში და ვიასპარეზოთ ერთად 2025 წლიდან. მისი სიჩქარით, გამოცდილებით და გუნთან მუშაობის უნარებით ის გახდება ჩვენი გუნდის ტრანსფორმაციის და Audi F1-ის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი“.

ნიკო ჰულკენბერგი: „აუდის სახელით მონაწილეობა განსაკუთრებული პერსპექტივაა, როდესაც გერმანელი მწარმოებელი მზადაა ჩაერთოს ფორმულა 1-ის რბოლებში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა წარმოადგინო ასეთი სახელოვანი საავტომობილო ბრენდი თავისი საკუთარი გერმანული წარმოების ძრავით. ჩემთვის ეს დიდი პატივია“.
ამრიგად ჰაასში ერთი ვაკანტური ადგილი დანამდვილებით გაჩნდა.

რაც შეეხება ზაუბერს, უკვე ცხადია, რომ ახლანდელი შემადგენლობიდან მინიმუმ ერთი პილოტი გუნდს დატოვებს.
ზაუბერს ასევე საინსის და ოკონის კანდიდატურებს უკავშირებენ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას